შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა 114-ით შემცირდა

27 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 26

სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა 114-ით შემცირდა

მიმდინარე პერიოდში 28 საწარმოზე მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ სახელმწიფო საწარმოებში ახორციელებს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას.

სააგენტოს სამოქმედო სტრატეგიის ფარგლებში მოხდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კლასიფიკაცია. საწარმოები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: საპრივატიზებო, მოქმედ და უმოქმედო საწარმოებად. სააგენტოს შემუშავებული აქვს კონკრეტული პოლიტიკა თითოეული ამ ჯგუფის საწარმოების მიმართ.

2012 წლიდან სააგენტო აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს უმოქმედო და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე საწარმოების შერწყმის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და წილის პრივატიზების პროცესებს. დღეის მდგომარეობით 2014 წლის განმავლობაში საწარმოთა რაოდენობა 114-ით შემცირდა, რაც 26%-ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამას გარდა, მიმდინარე პერიოდში 28 საწარმოზე მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება 7 საწარმო.

სააგენტო აქტიურად მუშაობს საინვესტიციოდ მიმზიდველი საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, რაც თავისთავად გულისხმობს გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის სტიმულირებას. bpn.ge

თეგები: საწარმოებისახელმწიფოქონება