შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი მარგველაშვილი – მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების

27 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 26

გიორგი მარგველაშვილი – მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების

სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგინით შეამკო.
“დღეს არის დღე, რომელიც სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი იქნება ჩვენი იქ დაბრუნება, შერიგების შედეგად. 2 ეს 7 სექტემბერი იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
ipn.ge

თეგები: გიორგი მარგველაშვილისაქართველოსოხუმი