ქუთაისის მერი, შოთა მურღულია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. მურღულია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე დღეს წავიდა. კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება. გერმანიაში შოთა მურღულიასთან ერთად, თბილისის მერი, დავით ნარმანიაც იმყოფება. აღნიშნულ კონფერენციაზე ქართული დელეგაციების გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც იმყოფებიან. ქუთაისის მერი ექვსდღიანი ვიზიტით მიმდინარე წლის 18 -23 სექტემბერს ისრაელშიც იმყოფებოდა.
ქუთაისის მერი მივლინებით გერმანიაში იმყოფება
29 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 31
შოთა მურღულია ექვსდღიანი ვიზიტით მიმდინარე წლის, 18 -23 სექტემბერს ისრაელშიც იმყოფებოდა.
თეგები: გერმანია • მივლინება • შოთა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები