ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკანალიზაციო ჭიდან მანქანის ამოსაყვანად მისული სამაშველოს მანქანა ჭაში თავად ჩავარდა (Photo)

29 სექტემბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 25

საკანალიზაციო ჭიდან მანქანის ამოსაყვანად მისული სამაშველოს მანქანა ჭაში თავად ჩავარდა (Photo)

დღის მანძილზე ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში 5 ავტომანქანა ჩავარდა.

ქუთაისში, გამსახურდიასა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ჩავარდილი ავტომანქანის ამოსაყვანად მისული სამაშველო სამსახურის მანქანა ჭაში თავად ჩავარდა.

ადგილზე გამოძახებული 112-ის ავტომანქანა საკანალიზაციო ჭაში მას შემდეგ ჩავარდა, როდესაც ღიად დატოვებულ ჭაში ჩავარდნილი ავტომანქანა ამოიყვანეს. მანქანა დაზიანებულია.

დღის მანძილზე ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში 5 ავტომანქანა ჩავარდა. ვტომანქანების მძღოლებისთვის ღია საკანალიზაცია ჭა შეუმჩნეველი დატბორილი ქუჩის გამო გახდა.

ქუთაისში დილიდან წვიმს.

თეგები: ავტომანქანასაკანალიზაციო ჭაქუთაისი