ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია ზამთრისთვის სპეცტექნიკას მიიღებს

29 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 21

ქუთაისის მერია ზამთრისთვის სპეცტექნიკას მიიღებს

თვითმმართველობა უახლოეს 45 დღეში ზამთრისთვის საჭირო სპეცტექნიკას მიიღებს.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს. აღნიშნულ საკითხებზე ამ წუთებში ქუთაისის ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი სამსახურის უფროსებთან თათბირს მართავს. მიქიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოეს 45 დღეში ზამთრისთვის საჭირო სპეცტექნიკას მიიღებს. რომელიც მიქიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში იქნება. შეხვედრაზე მიქიაშვილმა განმარტა, რომ ზამთარში ფორსმაჟორული სიტუაციისთვის მნიშვნელოვანია დამეტებით თანხების გამოყოფა.

თეგები: ზამთრის სამზადისიმერიასპეცტექნიკა