ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტი მთავრობისგან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება

30 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 21

პარლამენტი მთავრობისგან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება

მთავრობა ვალდებულია , მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარუდგინოს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვისა.

მთავრობა, უახლოეს ორ დღეში, პარლამენტს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობა ვალდებულია , მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარუდგინოს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვისა. შესაბამისად, ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში პირველ ოქტომბრამდე უნდა შევიდეს.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობას დღეს წარედგინება, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტში შევა. ipn.ge

თეგები: ბიუჯეტიმთავრობაპარლამენტი