შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით დათბება

30 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 23

კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით დათბება

ოქტომბრის თვის პირველ რიცხვებიდან მთელს საქართველოში შედარებით დათბება და ნალექი შემცირდება

კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით დათბება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ნალექი უკვე შემცირდა, დღეს დილით მხოლოდ ფოთსა და ქობულეთში წვიმდა.
ოქტომბრის თვის პირველ რიცხვებიდან კი მთელს საქართველოში შედარებით დათბება და ნალექი შემცირდება, თუმცა ზოგიერთ რაიონებში სინოპტიკოსები პერიოდულად წვიმას პროგნოზირებენ. 1 -5 ოქტომბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. 3 ოქტომბერს კი, აღმოსავლეთ საქართველოში აგრილდება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18-19 გრადუსი, ხოლო თბილისში 16 გრადუსი იქნება.
5 ოქტომბრის შემდეგ კი შესაძლოა ამინდი კვლავ გაუმჯობესდეს.
ipn.ge

თეგები: ამინდისაქართველოუამინდობა