ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მოსახლეობა მერიას საპროტესტო აქციებით ემუქრება

1 ოქტომბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 47

ქუთაისში მოსახლეობა მერიას საპროტესტო აქციებით ემუქრება

ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ ქუთაისში სატრანსპორტო სფერო ბიზნესად აქციეს.

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ქალაქის მერიას საპროტესტო აქციებით ემუქრებიან. ადგილობრივები აქციების მოწყობას მას შემდეგ გეგმავენ, თუკი მერია #31 საქალაქო ტრანსპორტის რაოდენობას არ გაზრდის. “მერიამ რამდენიმე თვის წინ შემაცირა #31 ხაზზე დასაქმებული მიკროავტობუსები მაშინ, როცა მჭიდრო დასახლებაა და მგზავრებიც არიან. ახლა, მით უმეტეს, სკოლაშ სწავლა დაიწყო და ბავშვებს აგვიანდებათ. ტრანსპორტი კი სულ მცირე 45 წუთით აგვიანებს”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ოლინა ჯანელიძე. მოსახლეობა ამბობს, რომ სატრანსპორტო სფერო ბიზნესად აქციეს. “და ამიტომაც არის ამდენი არეულობა ამ სფეროში”, – ამბობენ ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებნი. ბუხაიძე-საფჩხიის მიმართულებით ამ დროისთვის ორი ერთეული #31 მიკროავტობუსი მუშაობს. 2011 წლამდე სამი ერთეული მუშაობდა. თუმცა, მერიის სატრანსპორტო სამსახურმა ერთი მიკროავტობუსი გააუქმა. მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა მას შემდეგ დაკმაყოფილდება, რაც გადამზიდავი კომპანია მათ აღნიშნულ საკითხზე წერილობით მიმართავს.

თეგები: მოსახლეობატრანსპორიქუთაისი