ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მირზა გოჩუაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

6 ოქტომბერი, 2014 • ნიუპრესი • 20

მირზა გოჩუაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან 3 ოქტომბერს მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის ახლობლები და მშობლები არიან შეკრებილები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელის ლაშა ჯიხვაშვილის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, ბრალდებულის დარბაზში შეყვანას გარდაცვლილის ახლობლებისა და ნათესავების პროტესტი მოჰყვა. ხმაურის გამო მანდატურებმა რამდენიმე ადამიანს პროცესი დაატოვებინეს.
სხდომის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა მირზა გოჩუაძის მამიდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის გამო პროცესი 5 წუთით შეჩერდა, თუმცა ამ დროისთვის ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა განახლდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან 3 ოქტომბერს მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის ახლობლები და მშობლები არიან შეკრებილები.
სასამართლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებს სამართალდამცველები იცავენ.
22 წლის მირზა გოჩუაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილია დაკავებული. ipn.ge

თეგები: მკვლელობასასამართლოქუთაისი