შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში მაღაროს ნგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაზარალდა

9 ოქტომბერი, 2014 • ნიუპრესი • 30

ტყიბულში მაღაროს ნგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაზარალდა

მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა მინდელის შახტის ერთი უბანი

ტყიბულში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინდელის სახელობის მაღაროში ნგრევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

‘მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოიშალა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მე-6 უბნის ერთი ადგილი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ერთ- ერთ მეშახტეს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი. რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანებაც მიიღო”, – განაცხადა მეტალურგიული და მძიმე მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ.

საქართველოში 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა 16:36 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტი იყო.

ipn

თეგები: მინდელის მაღარომიწისძვრატყიბული