შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ევროინტეგრაციის საკითხებს შერჩეული სტუდენტები გაეცნობიან

10 ოქტომბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 31

ევროინტეგრაციის საკითხებს  შერჩეული სტუდენტები გაეცნობიან

5 შერჩეული მონაწილე 3 დღით თელავში გაემგზავრება

ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისში ნიდერლანდური ორგანიზაციის-“NIMD” მიერ დაფინანსებული პროექტის- ,,ევროინტეგრაცია- გააზრებული არჩევანი“ მეორე ეტაპი გაიმართა, რომელიც პროგრამის ფარგლებში გასამართი ტრენინგის მონაწილეთა შერჩევას ისახავდა მიზნად.

51 აპლიკანტიდან 5 მონაწილე შეირჩა. ისინი სამი დღით თელავში გაემგზავრებიან, სადაც ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ინფორმაციას მიიღებენ. ასევე ტრენერისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

,,აღნიშნული პროექტი NIMD – ის დაფინანსებით საქართველოს ოთხ ქალაქში ხორციელდება: ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში. პროექტის მთავარი მიზანი სტუდენტებისათვის ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გაცნობაა, რათა შემდგომში მათ უკვე ეს ყველაფერი თავად მიაწოდონ საზოგადოებას.“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მაკა კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისათვის, პროექტის „ევროინტეგრაცია _ გააზრებული არჩევანი“ სინქრონული პრეზენტაცია საქართველოს ოთხ ქალაქში 1 ოქტომბერს გაიმართა. პროექტი, სავარაუდოდ, 12 დეკემბრისთვის დასრულდება.

თეგები: ევროინტეგრაციანიდერლანდური ორგანიზაციატრენინგი