ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ

11 ოქტომბერი, 2014 • ანა ჯიქია • 17

წყალტუბოში  ორი  სოფლის  დამაკავშირებელი ხიდის  აღდგენას  ითხოვენ

ხიდის დაზიანებამ ორი სოფელი ერთმანეთს მოწყვიტა

ბოლო პერიოდის ძლიერი წვიმების შედეგად წყალტუბოში ადიდებულმა მდინარემ „სემი“ სოფლის ხიდი დააზიანა, რის შედეგად ორი სოფლის, ყუმისთავისა და ცხუნკურის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა.

ადგილობრივები სწორედ ამ ხიდის საშუალებით სახნავ- სათესი ფართობებისაკენ გადაადგილებას ახერხებდნენ.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი შეხვდა და ხიდის აღდგენას დაპირდა.

მისი განმარტებით, გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებენ, რის შემდეგაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

თეგები: დაზიანებული ხიდიკონსტანტინე მამისეიშვილიწყალტუბო