ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

14 ოქტომბერი, 2014 • ანა ჯიქია • 20

ქუთაისში  ჟურნალისტი  სცემეს

ნოდარ ჯოჯუა ახალგაზრდა შეყვარებული მამაკაცის დაცვის გამო სცემეს

„ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტი ნოდარ ჯოჯუა „ქარვასლასთან“გუშინ საღამოს სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრები ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მობილური ტელეფონით ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტს აფიქსირებდა.

“გუშინ, სავაჭრო ცენტრის “ქარვასლა” შენობაში შევამჩნიე, ”ვიქტორია სექიურეთის” დაცვის თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს ცემდნენ. ეს ფაქტი მობილური ტელეფონით გადავიღე. მოულოდნელად ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა, ხელიდან მობილური ტელეფონი გამომტაცა და ხელები გადამიგრიხა, გვერდებში მუშტები მირტყა და პატარა ოთახში შემიყვანა, გადაღებული ვიდეოკადრები ძალის გამოყენებით წამაშლევინეს. ადგილზე იმყოფებოდა ხუთამდე დაცვის თანამშრომელი, ისინი ინტრიგანს და მოგზავნილს მეძახდნენ.“- ამბობს ნოდარ ჯოჯუა.

თუ რატომ სცემდნენ ახლგაზრდა მამაკაცს, ამის მიზეზი ჟურნალისტმა მოგვიანებით გაარკვია.

ნოდარ ჯოჯუა ამბობს: „როგორც მოგვიანებით გავარკვიე, აღნიშნული პიროვნებას “ქარვასლაში” ერთ–ერთი მაღაზიის თანამშრომლეა შეყვარებული. არაერთი გაფთხილების მიუხედავად, ეს ბიჭი ყოველდღე აკითხავდა გოგონას, რაც ახალგაზრდა მამაკაცის შენიბიდან ცემა–ტყეპით გაყვანით მთავრდებოდა. “

ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის სამმართველოს. გუშინ ნოდარ ჯოჯუა დაკითხვაზე იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები: ქარვასლაქუთაისიჯურნალისტის ცემა