შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტალინელი მომღერლები ქუთაისის უნივერსიტეტის სცენაზე

14 ოქტომბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 28

ტალინელი   მომღერლები  ქუთაისის  უნივერსიტეტის სცენაზე

ესტონელმა ინჟინრებმა მასპინძლების საპატივცემულოდ ქართულ ენაზე „სულიკო“იმღერეს

ქუთაისში ესტონელი სტუმრების ვიზიტის ფარგლებში, “აწსუ-“ს დარბაზში ტალინის უნივერსიტეტის ინჟინერ მამაკაცთა სასიმღერო გუნდის კონცერტი გაიმართა.

გუნდმა ესტონური ფოლკლორული სიმღერები შეასრულა. ესტონელმა ინჟინრებმა მასპინძლების საპატივცემულოდ ქართულ ენაზე „სულიკო“იმღერეს, რამაც აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ ღონისძიებას ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი ესწრებოდა. მან ესტონელი სტუმრები ქართული სუვერინებით დაასაჩუქრა.

შეგახსენებთ, ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი ქუთაისელ ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

თეგები: აწსუსულიკოტალინის უნივერსიტეტი