შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სოციალურმა სამსახურმა 9 თვის შედეგები წარმოადგინა

16 ოქტომბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 25

ქუთაისის სოციალურმა სამსახურმა 9 თვის შედეგები წარმოადგინა

ზურაბ მარგველაშვილი მომავალი წლისათვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს

ქუთაისში ჯამრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა 9 თვის მუშაობის შედეგები წარმოადგინა.

როგორც სამსახურის უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა განმარტა: „შარშან მატერიალური დახმარების პროგრამა გაუქმდა და მის ბაზაზე ოთხი ახალი პროგრამა გაკეთდა.

აღნიშნული პროგრამებისთვის გამოყოფილი 2 მილიონამდე ლარი იყო. ჩვენი მიზანია, მომავალი წლისათვის სოციალური პროგრამების დაფინანსება გავზარდოთ.”-აღნიშნა მარგველაშვილმა.

სხდომას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.

თეგები: 9 თვის შედეგებიზურაბ მარგველაშვილისოციალური პროგრამები