ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასუფთავების აქცია ქუთაისში

17 ოქტომბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 27

დასუფთავების აქცია ქუთაისში

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ორგანიზებით ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა.

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ორგანიზებით ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს თბილისს, ქუთაისს, ბაქოს, სოხუმს. აქციაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე სკოლის მოსწავლეები.
როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ წარმომადგენელმა ალუ გამახარიამ აღნიშნა, აღნიშნული აქცია თბილისობას მიეძღვნა.
„ძალიან გახარებული ვარ. ვესაუბრე ბავშვებს და ისინი შეგნებულად აკეთებენ ამას. სასიხარულოა, რომ ბავშვობიდანვე ეჩვევიან ქალაქში სისუფთავის დაცვას, გამოიმუშავებენ უნარჩვევებს, რომ მიხედონ გარემოს. ისინი აცნობიერებენ თავიანთ როლს ამ საკითხში.“ განაცხადა გამახარიამ.
„დასუფთავების აქციაში პირველად მონაწილეობა 18 სექტემბერს მივიღეთ. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, სასურველი შედეგი მივიღეთ. მომავალშიც ვგეგმავთ მსგავს აქციებში მონაწილეობის მიღებას.“ – აღნიშნა მე-7 სკოლის 11 კლასის მოსწავლემ, ბარბარე ნიშნიანიძემ.

თეგები: აქციადასუფთავებამშვიდობიანი და საქმიანი კავკასია