შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერმა საბიუჯეტო ცვლილებები შეაფასა

17 ოქტომბერი, 2014 • ანა ჯიქია • 26

ქუთაისის მერმა საბიუჯეტო ცვლილებები შეაფასა

უწყებებს შორის თანხების გადანაწილებამ ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია

შოთა მურღულიამ დრევანდელ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა .

მისი თქმით, მოხდა უწყებებს შორის გადანაწილება და ბიუჯეტის ცვლილებებიც ამან გამოიწვია. „ცვლილებები გამოიწვია რამდენიმე საკითხმა. ერთ- ერთი იყო კომისიის გადაწყვეტილება ქუთაისის ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის საცხოვრებელ სახლებზე ბარელიეფების გაკეთების, ახალი ღონისძიებები დაიგეგმა და წლის ბოლომდე განხორციელდება , მათ შორის ქალაქში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება.“

ქალაქის მერმა უმცირესობის კრიტიკული პიზიცია დემაგოგიად და არაპროფესიონალიზმად შეაფასა.“ ბბევრია დემაგიგია და არაპროფესიონალიზმი , ამბობენ, რატომ შემცირდა ეპილეფსიით დაავადებულტა ბიუჯეტი? – იმირტომ, რომ ქალქში არაღმოჩნდა ამდენი დაავადებული და ვინც არის, მათ დავეხმარეთ. გამოტავისუფლებული თანხა კი ამოვიღეთ და დავამტეთ სამკურნალო თანხებს, მედიკამენტებს, ეს ბუნებრივი პროცესია.“ – თქვა შოთა მურღულიამ

მან შეფასება გიორგი უკლებას დემარშის შესახებაც გააკეთა: „ეს იყო ბოლი 3 – 4 წლის აგნმავლობასი ერთ-ერთი რიგითი სხდომა. მე მგონი ეჩქარებოდათ ნაციონალებს . გიორგი უკლება არ დადის საკრებულოს სხდომებზე. ის ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ დაესწრო სხდომას, რეაზედაც უკლება საუბრობდა ის პუნქტი საერთოდ არ ამოგვიღია დაფინანსებიან.“

თეგები: გიორგი უკლებასაკრებულოს სხდომაშოთა მურღულია