შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გამგეობაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება

17 ოქტომბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 31

გამგეობაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით აყვანილი თანამშრომლებით მოხდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით აყვანილი თანამშრომლებით მოხდება.

საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის განცხადებით, კომისია უკვე შექმნილია და კონკურსი, უახლოეს მომავალში, გამოცხადდება, რომელზე დარეგისტრირებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება hr.gov.ge – ს მეშვეობით.

,, შექმნილია კომისია და სამდივნო, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. ძირითადი საკითხები, შესასრულებელი სამუშაო და შესაბამისი მოთხოვნები მზად არის. თვის ბოლომდე აღნიშნული საკითხები გადაეცემა საჯარო სამსახურის ბიუროს და ნოემბრის დასაწყისიდან ეს განთავსდება hr.gov.ge – ზე“ – განაცხადა მაჩიტაძემ.

თეგები: ბაღდათიგამგეობაკონკურსი