ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ივანე მერაბიშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში რჩება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის დაკისრებული 50 ათასიანი ჯარიმა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. იმავეს აპირებს ბრალდების მხარეც; პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, მათ მიერ წამოყენებული ბრალდება სრულიად დასაბუთებული იყო და არ მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც, ისინიც უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა
21 ოქტომბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 29
საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.
თეგები: ზურაბ ჭიაბერაშვილი • ივანე მერაბიშვილი • ქეთევან ჩაჩავა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები