შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უნიკალური პალმის ხეები ხმება

22 ოქტომბერი, 2014 • დათო ცხვარაძე • 25

ქუთაისში უნიკალური პალმის ხეები ხმება

ადგილობრივი თვითმმართველობა პალმების ხეივანის განახლებას 2015 წელს გეგმავს

აღმაშენებლის გამზირზე უნიკალური ჯიშის პალმებმა ხმობა დაიწყეს. უკვე რამდენიმე მარადმწვანე მცენარე გამხმარია. მოსახლეობა აცხადებს, რომ პალმები ზაფხულში არ ირწყვებოდა, ზამთარში კი დროულად არ შეიფუთა.

ნანა მაკარიძე: „მთელი ზაფხული ვხედავდი, რომ პალმები არ ირწყვებოდა, როგორც ჩანს, ადგილობრივ თვითმმართველობას ეს მნიშვნელოვან საკითხად არ მიაჩნია.” მისი თქმით, პალმები უკვე ხმება, თითქმის 5 ან 7 – ხეა გამხმარი, რამდენიმე კი საერთოდ ამოღებულია მიწიდან.

„Newpress. ge-“სთან საუბარში ქალაქის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ ხეების ხმობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ეს ავტოსაგზაო შემთხვევებს დაუკავშირა. ბასილაძემ აღნიშნა, რომ მისი მუშაობის პერიოდში სამი ძირი პალმის ხე დაირგო. მისივე თქმით, თვითმმართველობა პალმების ხეივანის განახლებას მომავალ წელს გეგმავს.

ქუთაისში, აღმაშენებელის გამზირზე, პალმების ხეივანი წინა ხელისუფლების დროს გაშენდა, რამაც იქ არსებული კაკლის ხეები შეეწირა.

თეგები: მალხაზ ბასილაძენანა მაკარიძეპალმების ხეივანი