შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გამწვანების აქცია ყოფილ ნაგავსაყრელზე

22 ოქტომბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 26

გამწვანების აქცია ყოფილ ნაგავსაყრელზე

ნიკეას ყოფილ ნაგავსაყრელზე 400 ძირი ხე დაირგო

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოსახლეობამ და მთავრობის წარმომადგენლებმა გამწვანების აქცია გამართეს. მათ ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 400 ძირი ხე დარგეს.

„ადგილი, სადაც ეს აქცია ჩავატარეთ, მანამდე ნაგავსაყრელი იყო და სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა.“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, მაია მეტრეველმა.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა განმარტა, ქუთაისის ყოფილ ნაგავსაყრელზე, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერხვის ხეები დაირგო, რაც ქარსაცავი ზოლის ფუნქციას შეასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციამ გამწვანების კამპანია „მწვანე მომავალი“ დაიწყო, რომლის მიზანი საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს თემის პოპულარიზაციაა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მილიონი ნერგი უნდა დაირგას და გაიხაროს.

თეგები: გამწვანებამაია მეტრეველინოდარ მიქიაშვილი