შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობას “საია” გააპროტესტებს

23 ოქტომბერი, 2014 • ნიუპრესი • 29

ქალთა მიმართ ძალადობას  “საია” გააპროტესტებს

მრგვალი მაგიდის შემდეგ აქცია ქუთაისის მესხიშვილის თეატრის კიბეებთან გადაინაცვლებს

ქალთა მიმართ ძალადობას გააპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის „საია“ ქუთაისის ფილიალში. როგორც ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიქაბერიძემ განაცხადა, 24 ოქტომბერს 17:00 საათზე საიას ოფისში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელზეც განიხილავენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებებს. მისივე თქმით, მრგვალი მაგიდის მონაწილეები 18.00 საათზე ერთად გადაინაცვლებენ მესხიშვილის თეატრის კიბეებთან, სადაც გამართავენ აქციას სახელწოდებით “ქალთა მიმართ ძალადობა დამაშაულია!”

“შემოგვიერთდით ყველა, ვინც იზიარებთ აქციის მიზანს”.-განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ.

თეგები: გიორგი ჭიქაბერიძესაკანონმდებლო ცვლილებაქალთა მიმართ ძალადობა