ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა

27 ოქტომბერი, 2014 • მაკა გასაშვილი • 18

ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა

ქუთაისის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის უკვე 20-დე გამოძახებაა დაფიქსირებული.

ძლიერი ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში სტიქიამ საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები ახადა და რამდენიმე ხე წააქცია.

როგორც ქუთაისის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ამ დროისათვის უკვე 20-დე გამოძახებაა დაფიქსირებული.

ქარმა კორპუსს თუნუქის სახურავი მარი ბროსეს ქუჩის 28-ე ნომერში ახადა. ადგილზე მოსულმა სამაშველო სახანძრო სამსახურმა დაზიანებული სახურავი ჩამოიღო, რომლის ახლით ჩანაცვლება, მათი თქმით, დროულად მოხდება.

ქუთაისის სამაშველო სახანძრო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ კოღუაშვილის თქმით: “ძლიერი ქარი იყო ქუთაისში, რის შედეგადაც, გუშინ დილიდან გვქონდა გამოძახებები. ყველა გამოიძახებაზე დროულად მოხდა გასვლა და რეაგირება. ძირითადად დაზიანებები სახლის სახურავები და ქუჩაში წაქცეული ხეებია.”

კოღუაშვილის თქმით, გამოძახება თერჯოლის რ-ნი სოფელ ჭოგნარიდანაც შემოვიდა, სადაც საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

თეგები: ნიკოლოზ კოღუაშვილიქუთაისიძლიერი ქარი