ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

29 ოქტომბერი, 2014 • ანა ჯიქია • 26

ქუთაისში უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

“დონეცკი ომსა და მშვიდობაში” უკრაინის ქალაქის საომარი მოქმედებების ქრონიკას ასახავს.

“დონეცკი ომსა და მშვიდობაში“-ასეთი სახელწოდების გამოფენა ქუთაისში, ბალანჩიბაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში გაიხსნა. იგი უკრაინის ქალაქ დონეცკში მიმდინარე საომარი მოქმედებების ქრონიკას ასახავს.
გამოფენა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გაიმართა. სურათები დონეცკის თვითმმართველობამ გამოაგზავნა.
„დონეცკი ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია, რომელთანაც ჩვენს ქალაქს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებს. ბუნებრივია, ქუთაისი ვერ დარჩებოდა გულგრილი იქ მიმდინარე მოვლენებისადმი.“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. გამოფენას ქალაქის მერი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაეწრნენ.

თეგები: გამოფენადონეცკიქუთაისი