ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალდიდობამ წყალტუბოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

3 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 24

წყალდიდობამ წყალტუბოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა, პრობლემები შეექმნა”წმინდა ნინოს” ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

ადიდებულმა ,,ვაზნარის ღელემ’’ საკარმიდამო ნაკვეთები და ოთხი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაფარა.

სატრანსპორტო მოძრაობა სოფელ ხომულის მიმართულებით შეფერხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრები.

ამ დროისათვის წყლის დონე დაწეულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

თეგები: წყალდიდობაწყალტუბოხომული