შაბათი, 12 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახი ემსხვერპლა

4 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 25

ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახი ემსხვერპლა

ხაშურის რაიონთან მომხდარ ავტოკატასროფას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან მომხდარ ავტოკატასროფას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცოლ-ქმარი – გიორგი ტყეშელაშვილი და ეკა ღლონტი, მათი მცირეწლოვანი შვილი და გიორგი ტყეშელაშვილის მამა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღისით მოხდა, დასავლეთ საქართველოდან მომავალი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მძიმე დაზიანებები მიიღეს კიდევ ერთმა მცირეწლოვანმა ბავშვმა და მისმა ბებიამ, ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

წყარო: pirveliradio.ge

თეგები: ავტოკატასტროფაგიორგი ტყეშელაშვილიეკა ღლონტი