შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„არტისტერიუმი“-თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა იწყება

4 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 26

„არტისტერიუმი“-თბილისის თანამედროვე ხელოვნების  გამოფენა იწყება

VII საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 105 მხატვარი იღებს.

თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ გაიხსნება. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. “არტისტერიუმი” 7 ნოემბერს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში, ფართო საზოგადოებას, მონაწილეებსა და სტუმრებს გამოფენათა ციკლს და საგანმანათალებლო პროგრამას შესთავაზებს. წლევანდელი გა,მოფენის თემაა: „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ – ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ღონისძიებაში მონაწილეობას 105 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს: საქართველო, აშშ, გერმანია, ირლადია, სომხეთი, თურქეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ს.კორეა, უკრაინა, ჰოლანდია, შვეიცარია, ისრაელი.

„არტისტერიუმს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის წარმომადგენელი ლიკა მამაცაშვილი და საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორები: მაგდა გურული და ილიკო ზაუტაშვილი გაუძღვნენ.

„არტისტერიუმი“ 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება.

თეგები: არტისტერიუმიკულტურის სამინისტრომანანა ბერიკაშვილი