ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თანამდებობიდან გადადგა ალექსი პეტრიაშვილი

4 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 25

თანამდებობიდან გადადგა ალექსი პეტრიაშვილი

“ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია”-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში

ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
ეს განცხადება პეტრიაშვილმა “მაესტროს ” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, როგორც ტელევიზიით გაიგო მისი მეგობრის და კოლეგის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ისე თვითონაც პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ ხვალ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

თეგები: ალექსი პეტრიაშვილიდიქტატურაირაკლი ალასანია