ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დატოვებენ თუ არა დაკავებულ თანამდებობას სხვა მინისტრებიც

5 ნოემბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 23

დატოვებენ თუ არა  დაკავებულ თანამდებობას სხვა მინისტრებიც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძემ და თეა წულუკიანმაც დატოვონ.

როგორც კალაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მას არ გაუკვირდება, თუკი ალასანიას გუნდის წევრი მინისტრები თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა ნორმალურია, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა აქვთ. მე არ გამიკვირდება, რომ მათ (მაია ფანჯიკიძე და თეა წულუკიანი) ეს გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა დაველოდოთ”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან ერთად, დღეს, 12:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

წინასწარი ინფორმაციით, განცხადება მისი თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხს შეეხება.

თეგები: ალექსი პეტრიაშვილიირაკლი ღარიბაშვილიმაია ფანჯიკიძე