შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვინ წარმოადგენს ქუთაისის თვითმმართველობაში “თავისუფალ დემოკრატებს”

5 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 23

ვინ წარმოადგენს ქუთაისის თვითმმართველობაში “თავისუფალ დემოკრატებს”

“თავისუფალი დემოკრატებს” ქუთაისის საკრებულოში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს

ქუთაისის აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარტიას “თავისუფალი დემოკრატები” წარმომადენელი არ ჰყავს, ხოლო საკრებულოში მას მხოლოდ ერთი წევრი, ლელა ქელბაქიანი წარმოადგენს. ის საკრებულოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ” საფინანსო-საბიუჯეტო” კომისიას ხელმძღვანელობს.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისაგან ლელა ქელბაქიანი ამ ეტაპზე თავს იკავებს. მისი თქმით, ჯერ ის პარტიის გადაწყვეტილების მიღებას ელოდება:

„ჯერჯერობით კომენტერს ვერ გავაკეთებ. პარტიის პოზიცია ჩამოყალიბებული არაა, ველოდებით პოლიტსაბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას“- განაცხადა ლელა ქელბაქიანმა.

მმართველი პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს იგეგმება, რომლის შემდეგაც ალასანიას გუნდი თავის გადაწყვეტილებას, დარჩება თუ არა კოალიციის შემადგენლობაში, გაასაჯაროვებს.

თეგები: ლელა ქელბაქიანიქუთაისის თვითმმართველობა