ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ყოფილი “მასწავლებელთა სახლი” გაიყიდა

5 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 27

ქუთაისში ყოფილი “მასწავლებელთა სახლი” გაიყიდა

შენობა შ.პ.ს-მ “hp ჯგუფი” 150 000 ლარად შეიძინა.

ქუთაისში ყოფილი მასწავლებელთა სახლი 150 ათას ლარად გაიყიდა. შენობა აუქციონის წესით შ.პ.ს-მ “hp ჯგუფი” შეიძინა. აუქციონი 24 ოქტომბერს გაიმართა. შენობა ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ზონაში მდებარეობს, ამიტომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მასწავლებელთა სახლის შენობის და მიმდებარე ტერიტორიების, რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა განახორციელოს. ამას “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები არეგულირებს.
შ.პ.ს hp ჯგუფმა შეძენილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2016 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
შეგახსენებთ, “მაწვლებელთა სახლი” მასწავლებელთა პროფკავშირის საკუთრებას წარმოადგენდა. ის რამდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად განადგურდა.

თეგები: აუქციონიმასწავლებელთა სახლიქუთაისი