პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” წყალტუბოს წარმომადგენლებმა, კოალიცია ,,ქართული ოცნება” დატოვეს. როგორც მაია შალამბერიძემ ,,Newpress.ge”- განუცხადა, ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ საკრებულოში მუშაობას, თუმცა დამოუკიდებელი ფრაქციის სახით. ,,ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დავტოვეთ კოალიციის რიგები. რაც შეეხება საკრებულოში ჩვენს მუშაობას, აქამდე ვიყავით ფრაქცია ,,ქართული ოცნება -თავისუფალ დემოკრატები”, თუმცა გუშინ ჩატარდა ფრაქციის სხდომა და დღეს უკვე საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართეთ, ფრაქციის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით. ამიერიდან მუშაობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებლი ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები” – განაცხადა შალამბერიძემ. წყალტუბოს საკრებულოში “თავისუფალ დემოკრატებს” 3 წევრი ჰყავს.
წყალტუბოში “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიციის რიგები დატოვეს
7 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 24
მაია შალამბერიძე:”საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქციის სახელის შეცვლის თხოვნით მივმართეთ”
თეგები: „თავისუფალი დემოკრატები“ • მაია შალამბერიძე • ქართული ოცნება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები