ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გელა გაბადაძე:”ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება”.

5 ნოემბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 22

გელა გაბადაძე:”ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება”.

“ეროვნული ფორუმისა” და “ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს

ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გელა გაბადაძემ, რომელი “ეროვნული ფორუმს” წარმოადგენს, “Newpress.ge-“სთან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება”.

” ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე რა უნდა გითხრათ. ამაზე ჯობია პარლამენტარებს ესაუბროთ.”

ქუთაისის საკრებულოს “ლეიბორისტმა” წევრის, სამსონ გუგავას შეფასებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” აბრუნებს.

“თუ “რესპუბლიკელები”, “ფორუმი” და “თავისუფალი დემოკრატები” ოპოზიციაში გადავლენ და “ნაციონალებთან” შექმნიან კოალიციას, მათ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა არ გაუჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ის გააკეთა, რომ “ნაციონალურ მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მისცა.” – განაცხადა გუგავამ.

თეგები: გელა გაბადაძესამსონ გუგავაქართული ოცნება