შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

5 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 28

თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

“არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული არ არის.”-განაცხადა თეა წულიკიანმა.

„მე და ჩემს სამინისტროს არასდროს გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე. არც ერთი და არც მეორე პრემიერის მხრიდან, არც მოქმედ და არც უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა.“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც არჩევანი თანამდებობაზე დარჩენის სასარგებლოდ გააკეთა.

“მე მაქვს სახელმწიფოს ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული არ არის. ვრჩებით იუსტიციის სამინისტროში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეგები: ევროპული არჩევანითეა წულუკიანიიუსტიციის სამინისტრო