ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია ,,ქართული ოცნება” დატოვეს

5 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 23

,,თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია ,,ქართული ოცნება” დატოვეს

ირაკლი ალასანია: “ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ”

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” ,,ქართული ოცნება” დატოვეს. პოლიტსაბჭოს სხდომას ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ესწრებოდა. “ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ცივილურად დავემშვიდობეთ. კოალიციაში აღარ იქნება “თავისუფალი დემოკრატები”. რაც შეეხება დისკუსიას, ის რეალურად ვერ შედგა, აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან. დაგეგმილი მქონდა, ჩვენი კოალიციის პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” გადადგა. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება “თავისუფალ დემოკრატებს” მისცემს შანს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა” – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თეგები: თავდაცვის სამინისტროირაკლი ალასანიაქართული ოცნება