Campus lions Club- ქუთაისის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობამ” შეხვედრა-დისკუსია გამართა. ღონისძიების მთავარი თემა საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” (იგივე ანტი-დისკრიმინაციული კანონი) იყო. შეხვედრას ,,იდენტობის“ იურისტები: ნინო ბოლქვაძე და ინგა არახამია უძღვებოდნენ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო.
,,გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა შეხვედრა სტუდენტებტან, რათა მათი ცნობიერება აგვემაღლებინა. ვინაიდან ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისთვის. ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონი არის ამოქმედებული, ვინაიდან ახალი მიღებულია, მის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს, ან თუ აქვს, არასწორად მიწოდებული. სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ვცდილობთ დღეს“ – განაცხადა ორგანიზაციის “იდენტობა” იურისტმა ნინო ბოლქვაძემ
დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტების განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს.