ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

7 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 18

შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი “ქართულ ოცნებიდან” “თავისუფალ დემოკრატებში” გადავიდა.

კოალიცია “ქართული ოცნების” სხდომიდან გამოსულმა შავგულიძემ ჟურნალისტებს კოალიციის დატოვების შესახებ განუცხადა.
“მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია და ფრაქცია “ქართულ ოცნებას”. მე გადავდივარ პარტია და ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებში. ამ გუნდის შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გავიზიარო ის პასუხისმგებლობა, რასაც შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე “თავისუფალი დემოკრატები აიღებენ”, – განაცხადა შავგულიძემ.
მისი განმარტებით, მიუხედავად კოალიციის დატოვებისა, უმრავლესობასთან თემატურ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს.

თეგები: "თავისუფალ დემოკრატებიქართული ოცნებაშალვა შავგულიძე