ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით უსუფაშვილი: “უმრავლესობა არ იშლება”

8 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 24

დავით უსუფაშვილი: “უმრავლესობა არ იშლება”

რამდენიმე დეპუტატმა ფრაქციაში “ქართულ ოცნებაში” გაერთიანების სურვილი გამოთქვა.

“საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” გააკეთა. ,,რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა სურვილი, შემოუერთდეს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“, შესაბამისად ფორმალურად არაფერი იცვლება“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდგომ, ,,ქართულ ოცნებას“ 73 მანდატი რჩებოდა, უმრავლესობის შენარჩუნებისათვის კი 76 მანდატია საჭირო. სწორედ ეს დანაკლისი იქნება შევსებული დამოუკიდებელი წევრების ფრქაცია ,,ქართულ ოცნებაში“ გადასვლით. რაც საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების გარანტი ხდება.

თეგები: დავით უსუფაშვილითავისუფალი დეპუტატებიქართული ოცნება