ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გელათის სამონასტრო კომპლექში ხანძარი გაჩნდა

9 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 28

გელათის სამონასტრო კომპლექში ხანძარი გაჩნდა

ხანძრის შედეგად ერთი კელია განადგურდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოში არსებულ შენონებს ხანძარი გაუჩნდა.

ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის სამონასტრო კომპლექსის ეზოში ორი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის სრულად ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად ერთი კელია განადგურდა, რომელიც კულტურული მომკვიდრეობის ნუსხაში იყო შეტანილი. ცეცხლის გაჩენის მიზეზად მოძველებულ ელექტრო გაყვანილობას ასახელებენ, რომელმაც სამონასტრო კომპლექში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას მომატებულ დატვირთავას ვერ გაუძლო და აალდა.

თეგები: გელათიქუთაისიხანძარი