შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ირანული კულტურის გამოფენა გაიმართა

11 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 26

ქუთაისში ირანული კულტურის გამოფენა გაიმართა

ირანის ელჩმა განსაკუთრებული მადლობა ირმა პეტრიაშილს გადაუხადა.

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში “ირანის დღეების” ფარგლებში გამოფენა გაიმართა, სადაც ირანული ლიტერატურა და ფოტონამუშევრები იყო წარმოადგენილი.

გამოფენას ირანის ელჩი საქართველოში აბას თალეიბიფარი და ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თალეიბიფარმა განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, ირმა პეტრიაშვილს გადაუხადა.

,,ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა თითქმის 3000 წელს ითვლის. ეს ორი ქვეყანა ყოველთვის ემსახურებოდა ერთმანეთის კულტურულ განვითარებას, არა ერთი ისტორიული ძეგლია ირანში, უშუალოდ ქართველების მიერ აგებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირმა პეტრიაშვილს ამ გამოფენისა და კულტურული დღეების ორგანიზებისთვის“ – განაცხადა თალეიბიფარმა.

ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, “ირანის კულტურული დღეების” აღნიშვნა 2007 წლიდან დაიწყო. ” ეს ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ირანელ საზოგადოებასაც მიეცემა ქართულ კულტურასთან ზიარების საშუალება”,- განაცხადა მან.

ირანული დღეები ქუთაისში ირანული ფილმის ჩვენებით ხვალ დასრულდება.

თეგები: აბას თალეიბი ფარიირანის დღეებიირმა პეტრიაშვილი