შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

11 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 25

ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ქალაქის მერმა ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია სოციალურად დაუცველ და შშმ პირების წარმოადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის სოციალური ასპექტები განიხილეს. შოთა მურღულიას თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. “ჩვენ გამზადებული გვქონდა წინადადებები და არ გვინდოდა განყენებულად მისი განხილვა, ამიტომაც შევხვდით მოსახლობას. გვინდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალიწინებული იყოს ახალი და მოდიფიცირებული სოციალური პროგრამები“ – განაცხადა შოთა მურღულიამ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დამფუძნებელმა ნათია გუდავამ, რომელმაც მერს თავისი წინადადებები გააცნო, განაცხადა: „ შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ყველა სოციალური ფენის წარმოადგენლის მოთხოვნები. დღემდე სოციალური პროგრამების მსგავსი ფორმით განხილვა არ ხდებოდა“, – განაცხადა ნათია გუდავამ. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევა.

თეგები: 2015 წლის ბიუჯეტინათია გუდავაშოთა მურღულია