შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

12 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 22

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

ტურნირში მოასპარეზე ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

საჭადრაკო კლუბში ,,მაია“ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში 8-დან 16 წლამდე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე 32 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადეცათ.

გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ვიცე-გუბერნატორმა დავით უშხვანმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტურნირში მოასპარეზე ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადასცა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა.

თეგები: ზაზა ლომინაძესაქართველოს ჩემპიონატისაჭადრაკო კლუბი "მაია"