ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზურაბ ტყემალაძე: “ვიცე-სპიკერის საკითხის განხილვა, უახლოეს მომავალში, არ იგეგმება”

12 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 20

ზურაბ ტყემალაძე: “ვიცე-სპიკერის საკითხის განხილვა,  უახლოეს მომავალში, არ იგეგმება”

ზურაბ აბაშიძე ჯერჯერობით უმრავლესობისათვის განკუთვნილ პოსტზე რჩება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პარლამენტში ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ჯერჯერობით არ იგეგმება.

,, ვიცე სპიკერების გადაყენება ეს არის კანონით მინიჭებული უფლება, თუმცა არა ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება უნდა განიხილონ უმრავლესობის სხდომაზე, თუმცა უახლოეს მომავალში ეს არ იგეგემება“ – განაცხადა ტყემალაძემ.

ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც

“თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე ამ დროისათვის პარლამენტში უმრავლესობისათვის განკუთვნილ თანამდებობას თანამდებობას იკავებს.

თეგები: ზურაბ აბაშიძეზურაბ ტყემალაძეპარლამენტი