შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“გამოფხიზლდი უმრავლესობავ!”- პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

12 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 28

“გამოფხიზლდი უმრავლესობავ!”- პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა 15 ნოემბრის აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვიეს.

“გამოფხიზლდი უმრავლესობავ!” -ამ სახელწოდებით პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ლოზუნგებით: ,,გამოფხიზლდი უმრავლესობავ“ ,,სლავა უკრაინა“ ,,არა ოკუპაციას“ ,,საქართველოს გაუმარჯოს“ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდენ, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ 15 ნოემბერის აქციაზე პროვოკაციების მოწყობისაგან თავი შეიკავონ, უფრო მეტიც, შეუერთდნენ მათ.

,,ეს არ არის ვიწრო პარტიული ღონისძიება. ჩვენ 15 ნოემბრისთვის გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს და დააფიქსიროს, თავისი პოზიცია “არა ანექსიას”. ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, დადგეს ხალხის გვერდით“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, კახა ქორიძემ.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, თბილისში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ,,ერთად ვუთხრათ ანექსიას არა“ აქციაა დაგემილი.

თეგები: 15 ნოემბერიაქცია პარლამენტთანნაციონალური მოძრაობა