შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი სპორტსმენებს შეხვდა

12 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 20

ქუთაისის მერი სპორტსმენებს შეხვდა

შეხვედრაზე მომავალი წლის ბიუჯეტში სპორტის დაფინანსების საკითხები განიხილეს

ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ სპორტული სკოლების წარმომადგენლებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტში სპორტული მიმართულების დაფინანსების საკითხები განიხილა.
„ჩვენ საუბარი გვქონდა მომავალი წლის ბიუჯეტში სპორტის სფეროსათვის გამოსაყოფ თანხაზე. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, ქუთაისში სპორტის მრავალი სახეობაა წარმოდგენილი და მსურველებს მათი შესწავლა უფასოდ შეუძლიათ,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერის თქმით, სამომავლოდ, ქალაქში სპორტის რამდენიმე სახეობის კიდევ უფრო განვითარება იგეგმება.
,,შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო გეგმები და მიზნები დავსახეთ. ვისაუბრეთ ასევე დაფინანსებაზე, რომლის გარეშე შეუძლებელია რაიმეს განვითარება“, – განაცხადა ჭიდაობის სკოლის მწვრთნელმა გივი სარდანაძემ.

თეგები: გივი სარდანიძეშოთა მურღულია