ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

14 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 32

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი 58 წლის ასაკში დაიღუპა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც ცნობილი გახდა, მან დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა.

თეგები: თავისუფალი უნივერსიტეტიკახა ბენდუქიძე