"65 ათას ლარს იხდიან დროშის აღსამართად და ამ დროს ქალაქში არაფერი ხდება"
ქუთაისის მერიის მიერ დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებულ 65 651 ლარიან ტენდერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია გამოეხმაურა.
წულაიას განცხადებით, დროშა მაშინ არის ლამაზი და ამაყი, როდესაც ქვეყნის მოქალაქეები არიან კარგად. მისი განმარტებით, ადგილობრივი მთავრობა დროში არის აცდენილი.
„დროშა მაშინ არის ლამაზი და ამაყი, როდესაც ქვეყნის მოქალაქეები არიან კარგად. მაშინ არის ამაყი, როდესაც, მოქალაქეები არ იყიდებიან, ვის უფრიალებენ ამ დროშას? სახელმწიფო განადგურებულია, მალე ქართველი აღარ იქნება და უცხოელებს თუ მოსწონთ ეს დროშა, მაშინ აფრიალონ. დროში აცდენილები არიან, 65 ათას ლარს იხდიან დროშის აღსამართად და ამ დროს ქალაქში არაფერი ხდება, ადამიანები შიმშილობენ, ეს თანხა ადამიანების და ქალაქის განვითარებას მოახმარონ. მერე ააფრიალონ დროშა წარმატების ნიშნად“, -განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ავტორი: ნიუპრესი