|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდინფიცირებული ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები კლინიკას ადანაშაულებენ

ქუთაისში კორონაირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 65 წლის ქალი კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

პაციენტმა კლინიკას 27 ნოემბერს გამოკვლევისთვის მიმართა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ქრონიკული დაავადების გამო, ის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას ვირუსთან ერთად თანმდევი დაავადება ქონდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და დღეს გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მედპერსონალს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქალი უყურადღებობის გამო დაიღუპა.

ავტორი: ნიუპრესი