შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ანონსი გადაცემა “აქცენტი” – ვინ “აპრივატებს” ქუთაისის ქონებას? [Video]

14 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 27

ანონსი გადაცემა “აქცენტი” – ვინ “აპრივატებს” ქუთაისის ქონებას? [Video]

ჩაშლილი დებატები და საპირისპირო აქცენტები ნახეთ გადაცემაში “აქცენტი”.

ხმაური ქუთაისის ქონების ირგვლივ – “გაპრივატებული” ქალაქის ქონება და ოფიციალური თუ არაოფიციალური მესაკუთრეები:

– ვინ, როგორ და რა ფორმით ხდება ქუთაისში არსებული ობიექტების მესაკუთრე – ბრალდებები ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების ბიზნეს ინტერესების ირგვლივ

და თვითმმართველობის პასუხები – რას უპირებს ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ ქონებას? –

ქუთაისის “პრივატ ქონება” არის გადაცემის თემა და ამ თემაზე გადაცემის პირველ ბლოკში საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი, სულხან ქობულაძე.

ხოლო მეორე ბლოკში გადაცემის სტუმარია ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ ცქიფურიშვილი.

სწორედ ბესიკ ცქიფურიშვილის მოთხოვნით მოხდა გადაცემის ფორმატის შეცვლა, რადგან მან უარი განაცხადა სულხან ქობულაძესთან დებატებში მონაწილეობაზე.

კორუფციული გარიგებები თუ ხელოვნურად “აწეული” თემა”, ნახეთ გადაცემაში “აქცენტი”, 14 ნომებერს, 19 საათზე newpress.ge-ზე.

თეგები: აქცენტიგადაცემა აქცენტი [Video]ქონებაქუთაისის ქონება