ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრში ფოტოარქივი აღადგინეს

14 ნოემბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 15

მესხიშვილის თეატრში ფოტოარქივი აღადგინეს

პროექტის მიზანი იმ ფოტოების ქაღალდზე გადატანა იყო, რომლებიც ციფრული სახით ინახებოდა.

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მიერ კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის ფოტოარქივის აღდგენა მოხდა. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა “Newpress.ge”-ს განუცხადა, ქაღალდზე გადაიტანეს არქივში ციფრული სახით არსებული, 2006 წლის შემდგომი პერიოდის ათასი ფოტო.

“ფოტო რომელიც ფირზე, ან ციფრული სახით არის შენახული, იშლება და ზიანდება, ქაღალდი კი დიდხანს ძლებს. პროექტის მიზანი იმ ფოტოების ქაღალდზე გადატანა იყო, რომლებიც ციფრული სახით ინახებოდა”, – აღნიშნა გოგოლაშვილმა.

პროექტი ქუთაისის მერიამ 4000 ლარით დააფინანსა.

თეგები: კახა გოგოლაშვილიმერიამესხიშვილის დრამატული თეატრი